logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: თემურ ალასანია კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დონეზე კურირებდა, რომ ზუსტად 2008 წლის 6 აგვისტოს ჩამოვიდა
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:57

 

„თემურ ალასანია კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დონეზე კურირებდა, რომ ზუსტად 2008 წლის 6 აგვისტოს ჩამოვიდა, აეროპორტში მყოფი არცერთი ადამიანის დაძახებას არ მიაქცია ყურადღება, ერთი ხელი დაუქნია, სირბილით გავარდა, ჩახტა მანქანაში და წავიდა“, - განაცხადა „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

 

მისი თქმით, არმია არანაირად არ იყო მზად 2008 წლის მოვლენებისთვის.

 

„8 აგვისტოს, დილით გიორგი არსენიშვილი მიბარებს თავის კაბინეტში და მეკითხება: როგორია შენი პროგნოზიო? დაახლოებით ათის ნახევარი იყო, ვუპასუხე, რომ ჩემი ვარაუდით, სულ მალე რუსული ავიაცია დაიწყებდა დაბომბვას, რაზეც მითხრა, რომ თემურ ალასანიას ესაუბრა და მან აუხსნა, რომ მიშას თავისუფლების ხარისხი სულ არ აქვს. რაზეც რუსებმა მოილაპარაკეს ამერიკელებთან, ის კეთდებაო. შეგვიშვეს ცხინვალში, გადავკეტავთ ახლა როკის გვირაბს და მორჩენილი ამბავიაო. ეს იყო ზუსტად სააკაშვილის ნარატივი, რაც მანამდეც მომისმენია მისი გუნდის წევრებისგან. ჩვენი ამ საუბრის დროს, ოთახში შემოვიდა გიორგი არსენიშვილის თანაშემწე ფურცლებით და დადო მაგიდაზე. ამის წაკითხვის შემდეგ ბატონი გიორგი გარბის გარეთ. წავიკითხე ეს ფურცლები, სადაც ეწერა, რომ 09:43 წუთზე რუსეთის ავიაციამ დაიწყო ქარელისა და სხვა ადგილების დაბომბვა. მერე, 15 აგვისტოს „ლე ფიგაროში“ ბათუ ქუთელია ცნობილ ინტერვიუს იძლევა, ჩვენ მოვილაპარაკეთ რუსებთან, მათ მწვანე შუქი აგვინთეს, რომ რეგიონში შევსულვიყავით და წესრიგი დაგვემყარებინაო. ჩვენ ეს შევასრულეთ და არავინ ელოდა, რომ რუსები ასეთ რამეს გააკეთებდნენო. არმია არანაირად არ იყო მზად ამისთვის, არ იყო მზად სახელმწიფო აპარატი და უცებ რუსებმა რა ჩაიდინეს, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner