logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რუსთავში მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
- +

17 დეკემბერი. 2021. 11:27

 

 

„მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ორგანიზებული დანაშაულს. ფაქტია, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? თურმე, ამ დროს, არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს მოსამართლის მხრიდან არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მას ადრეც გაუთავისუფლებია მსგავს დანაშაულში მყოფი მსჯავრდებულები.

 

„ყოველდღიური ურთიერთობები რომ მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, ეს არახალია. ყოველი შეხვედრა კი საშუალებაა გაიგო ახალი ამბავი. გუშინ გავიგე, რომ რუსთავში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის პირები არიან, ვისაც რუსთავში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სარდაფი - სადაც ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და უამრავ პატიოსან მშრომელ ადამიანს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ბოლო კაპიკებს ართმევდნენ. ამის შესახებ ჩემმა რუსთაველმა ნაცნობმა მითხრა, რომელიც წუხდა აღნიშნულის შესახებ. თავად რუსთაველია და გაბრაზებას ვერ მალავდა რუსთაველი მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, მისნაირი ბევრია. მას უკვირს, რა ინტერესით იხელმძღვანელა მოსამართლემ, რომელიც, ასევე, რუსთავში ცხოვრობს ოჯახთან ერთად,

 

თვითონ როგორ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც ასეთ საქმეში ბრალდებულს გარეთ უშვებს? მხოლოდ ამ საქმეში დაკავებულების ფარული ჩანაწერების მოსმენაა საკმარისი, რომ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე. ბუნდოვანია, დაზარალებული პირების ინტერესები და მათი უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილებაში გაითვალისწინა თუ არა ქალბატონმა ეკატერინემ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ორგანიზებული დანაშაულს, ფაქტია, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? თურმე, ამ დროს, არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს. საფრთხეში აყენებს ყველა იმ პირს, ვისთანაც მათ ჰქონდათ შეხება, და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. არადა, ძალიან ბევრმა მაგალითმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა და დანაშაულის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მკაცრი პოლიტიკის გატარება არის მხოლოდ შედეგიანი. ვწუხვარ, რომ ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კონკრეტული მოსამართლეების მიერ, ხელს უშლის სწორედ ამას“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner