logo_geo
eng_logo
NATO: NATO-ს ურთიერთობა უკრაინასთან მხოლოდ უკრაინისა და NATO-ს 30 მოკავშირის საქმეა
- +

17 დეკემბერი. 2021. 11:54

 

 

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების არსებითი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი გაძლიერებით და უარვყოფთ რუსეთის ცრუ განცხადებებს უკრაინისა და NATO-ს პროვოკაციების შესახებ“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

„რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ განმუხტოს ვითარება, დიპლომატიური არხები გამოიყენოს და სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ NATO სერიოზულად აფასებს არსებული სიტუაციის შედეგებს ალიანსის უსაფრთხოებისთვის და NATO ყველა საჭირო ზომას მიიღებს NATO-ს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

 

„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ NATO მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.

 

„NATO-ს ურთიერთობა უკრაინასთან მხოლოდ უკრაინისა და NATO-ს 30 მოკავშირის საქმეა. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მოკავშირეთა უსაფრთხოების გაყოფის ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner