logo_geo
eng_logo
რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს
- +

17 დეკემბერი. 2021. 13:21

 

 

რუსთავში თავისუფლების მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ ქუჩებში და პარკებში საახალწლო ილუმინაციები 25 დეკემბერს ჩაირთვება.

 

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის მოწყობა და ქალაქის სადღესასწაულოდ გაფორმება, აქტიურად მიმდინარეობს.

 

საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში 30-31 დეკემბერს და 1-2 იანვარს გაიმართება. ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდება თეატრის უკან მდებარე ახალ სკვერში და გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერშიც.

 

„საქართველოში, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რეალურად რა მდგომარეობაც გვაქვს, რუსთავში ახალ წელს შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით. რა თქმა უნდა, მეტი ღონისძიების ჩატარების სურვილი გვაქვს, მაგრამ რეალობა ასეთია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა ქალაქში არ გვექნება. ქუჩებისა და სკვერების საახალწლოდ მორთვა უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო ღონისძიებები სამ სხავადასხვა ლოკაციაზე იქნება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურ საახალწლო განწყობას შექმნის ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

 

ნინო ლაცაბიძის თქმით, საახალწლო საჩუქარი მოუმზადა ქალაქს საზოგადოება „რუსთაველებმა“.

 

„26 და 30 დეკემბერს, საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუსიკალური ლაივ ბენდების Reggaeon-ის, Goofy Land-ის, „გაგა ფრანის“, „გელა გნოლიძის და ბენდის“ მონაწილეობით, საახალწლო საღამოები გაიმართება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner