logo_geo
eng_logo
„რა ინტერესით იხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც ასეთ საქმეში ბრალდებულს გარეთ უშვებს?“ - მოსამართლე პართენიშვილის გადაწყვეტილებას ექსპერტები აფასებენ
- +

17 დეკემბერი. 2021. 14:39

 

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გირაოთი გათავისუფლებას ექსპერტები სოციალური ქსელით ეხმიანებიან.

 

„გუშინ გავიგე, რომ რუსთავში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის პირები არიან, ვისაც რუსთავში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სარდაფი - სადაც ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და უამრავ პატიოსან, მშრომელ ადამიანს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ბოლო კაპიკებს ართმევდნენ“, - აცხადებს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც  რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„რუსთაველმა ნაცნობმა მითხრა, რომელიც წუხდა აღნიშნულის შესახებ. თავად რუსთაველია და გაბრაზებას ვერ მალავდა რუსთაველი მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

ზუსტად ვიცი, მისნაირი ბევრია.  მას უკვირს, რა ინტერესით იხელმძღვანელა მოსამართლემ, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თვითონ როგორ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც ასეთ საქმეში ბრალდებულს გარეთ უშვებს?

 

მხოლოდ ამ საქმეში დაკავებულების ფარული ჩანაწერების მოსმენაა საკმარისი, რომ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე.

 

ბუნდოვანია, დაზარალებული პირების ინტერესები და მათი უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილებაში გაითვალისწინა თუ არა ქალბატონმა ეკატერინემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის  ორგანიზებული დანაშაულს, ფაქტია, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? - თურმე ამ დროს არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს.

 

საფრთხეში აყენებს ყველა იმ პირს, ვისთანაც მათ ჰქონდათ შეხება,  და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.

 

არადა, ძალიან ბევრმა მაგალითმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა და დანაშაულის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მკაცრი პოლიტიკის გატარება არის  მხოლოდ  შედეგიანი. ვწუხვარ, რომ ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები   კონკრეტული მოსამართლეების მიერ, ხელს უშლის სწორედ  ამას“, - წერს ექსპერტი ზურა ქადაგიძე.

 

 

„ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ აქედან მიხვდებით რა სისასტიკეს ჩადიოდნენ ადამიანები“, - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები გახდა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება,  ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა და გამკაცრდა სასჯელის ზომები ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩაატარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 27 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა.  დაკავების ღონისძიებებს წინ უძღვოდა ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის სასამართლოდან აღებული განჩინებები. ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებს 100-მდე დაზარალებული მოქალაქე ჰყავდა.

 

პოლიცია სასამართლოს შესაბამისი განჩინებებით მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს მტკიცებულებების სტანდარტის შექმნაზე, ამავე დროს იცავს ქურდული სამყაროსგან დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებას და შემდეგ ამ ყველაფრის გაქარწყლება ხდება ზოგიერთი  მიკერძოებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. 

 

დღეს ცნობილი გახდა რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ეს ის საქმეა,  ზაფხულში პოლიციამ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 27 პირი რომ დააკავა.

 

ასევე ცნობილი ხდება რომ 2019 წელს ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის მონაწილეებიც გამოუშვია გასულ ზაფხულს. უცნაურია, ქალბატონი მოსამართლე რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ათავისუფლებს ორგანიზებული დანაშაულის სავარაუდო მონაწილეებს, რუსთაველ ბრალდებულებს -  თავადაც რუსთავში მცხოვრები.

 

წარმოიდგინეთ, ახლა ეს ადამიანები ქუჩაში დადიან, შესაძლოა ამ სისასტიკის მსხვერპლი რაც უკვე ვნახეთ სავარაუდოდ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ისევ გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, განსაკუთრებით რუსთაველები. არადა  მოსამართლეც რუსთაველია.

 

რასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ, აქედან მიხვდებით, რა სისასტიკეს სჩადიოდნენ ადამიანები.

 

ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner