logo_geo
eng_logo
გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის დედა: უფალთან რომ წარდგება და ეტყვის - ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს?
- +

17 დეკემბერი. 2021. 14:48

 

 

„უფალს ვეხვეწები, გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს“, - ამის შესახებ გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის დედამ, მერი გორთამაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„უფალთან რომ წარდგება და ეტყვის - ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?“ - აღნიშნა მერი გორთამაშვილმა.

 

ნაფიცმა მსაჯულებმა გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner