-
+
17 დეკემბერი. 2021. 16:02
ნორვეგიაში, სახლებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ აკრძალვები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დააწესა. გამონაკლისი იქნება შობისა და ახალი წლის ღამეები, ამ დროს ლიმიტი 20 ადამიანამდე გაიზრდება.
ახალი რეგულაციებით განისაზღვრა რესტორნებში სოციალური დისტანციის აუცილებლობაც. მოსახლეობას ურჩევენ, სახლიდან იმუშაონ.
„სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ნორვეგიაში იზრდება როგორც „დელტას“, ასევე „ომიკრონის“ შემთხვევებიც. მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება სჭირდებათ“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.