logo_geo
eng_logo
კურორტი საირმე ევროპის სპათა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა
- +

17 დეკემბერი. 2021. 16:50

 

 

ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოებას კურორტ საირმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კონკურსში 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპა-ცენტრი მონაწილეობდა. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.

 

„ESPA Innovation Awards“-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე.

 

საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner