ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +109 კგ კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.
მან ორჭიდის ჯამში 492 (ატაცი 225 კგ, აკვრა - 267 კგ) დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.