,,საქართველო და უკრაინა ნატოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, კირილ პეტკოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გვყავს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო და უკრაინა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას, ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად აქცევს. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო აგრესიულ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. ჩვენ, ნატოს მხრიდან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ რუსეთის სამხედრო აქტიურობას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.