logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ყველა ოჯახი ნამდვილად ისურვებდა, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილიყო
- +

17 დეკემბერი. 2021. 22:33

 

 

,,სხდომისას გაიჟღერა, რომ განსაკუთრებული შემთხვევა არის პრეზიდენტის ყოფნა ციხეში. ნამდვილად ასეა. გარწმუნებთ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ყველა ოჯახი ნამდვილად ისურვებდა, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი, არ დამდგარიყო ძალიან მძიმე შედეგები ოჯახებისთვის, საზოგადოებისათვის, დემოკრატისთვის”, - ასე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილის კითხვას თამარ ტალიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

 

„თუ ის არ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ის არ ჩაიდენდა იმ დანაშაულებს რომლებიც მან ჩაიდინა არ დადგებოდა ის ლოგიკური სამართლიანი შედეგი , რომელიც ახლა არის რეალურად შექმნილი - სააკაშვილი არის დღეს პატიმარი“, - განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner