პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირიდან საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს. მომავალ კვირას დაგეგმილია ორი რიგგარეშე სხდომა, სადაც კანონპროექტების განხილვა და მიღება იგეგმება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.