დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ომიკრონის“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო და კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში დაიკეტა თეატრები და კინოთეატრები, მუზეუმები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
გასული 24 საათის მანძილზე, დანიაში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. მთავრობის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის მანძილზე, ქვეყანაში 11 ათასი ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2500-მდეა.
„ქვეყანაში არსებული ყველა თეატრი, კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი უნდა დაიკეტოს. აუცილებელია ჩვენი სოციალური კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა“,- აღნიშნა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, მატე ფრედერიქსენმა.