თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. ეს არის პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“, რომლის წარმდგენია ა(ა)იპ ,,მდგომარეობებს შორის" (ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი); მხატვრები: მარიამ ნატროშვილი, დავით (დეთუ) ჯინჭარაძე.
პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა ფარული კენჭისყრის შედეგად, საკონკურსო კომისიის ხმათა უმრავლესობით.
„მდგომარეობებს შორის“ ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. „მდგომარეობებს შორის“ 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას.
პლატფორმის ვებგვერდია https://inbetween.media/
„თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევი კონკურსის“ ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვისა და შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის დებულების შესაბამისად, კომისიის წევრების ვინაობა ცხადდება გამარჯვებულ პროექტთან ერთად.
საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ:
ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა „რძე სიზმრებისა“.
კულტურის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული პავილიონის მოსაწყობად საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე შეარჩია (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 2022 წლის 13 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე საქართველოს განკარგულებაში იქნება და, ამასთან, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში ერთი თვით იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობის შეძლებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის მონაწილეები კონკურის გზით გამოვლინდებიან, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოცხადდება.