logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
- +

18 დეკემბერი. 2021. 12:21

 

თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ საპრემიერო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ანსამბლის ახალი პროექტი - „ბალადა სიყვარულზე“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. მასში მონაწილეობდა ანსამბლ „რუსთავის“ სამოცამდე მოცეკვავე და მომღერალთა სრული გუნდი. კონცერტის მრავალფეროვანი პროგრამა ანსამბლის საარქივო მასალებზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ცეკვებზე დაყრდნობით შეიქმნა.

კონცერტზე გაჟღერდა ანზორ ერქომაიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ზურაბ კირვალიძის ნაწარმოებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner