logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ზურა ჟვანიას 'მოხსნა' კი არ იყო ადვილი საქმე - ეს კარგად იცოდნენ ალასანიამ და გუდისმა
- +

18 დეკემბერი. 2021. 12:41

 

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„პეტრე მამრაძემ ამ 16 წლის მანძილზე პირველად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიამ 2004 წლის დეკემბერში უარი უთხრა თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს აეროპორტის უპირობო პრივატიზაციაზე რაშიც მას წილიც შესთავაზეს.   აეროპორტის საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი, რომლის გულსთვისაც გრუ-ს იარაღის გამყიდველ მაფიას უნდოდა 'ჟვანიას მოშორება'.  პეტრე მამრაძე აგრეთვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ალასანიას და გუდისის ჯგუფის მხრიდან 2005 წლის იანვარში გაისმა პირდაპირი მუქარა, რომ პრემიერ მინისტრი ერთ თვეში თავის თანამდებობაზე აღარ იქნებოდა.  მის გარდა კიდევ ერთ მინისტრზე იყო ლაპარაკი, რომელიც ნამდვილად მოხსნეს.  ზურა ჟვანიას 'მოხსნა' კი არ იყო ადვილი საქმე - ეს კარგად იცოდნენ ალასანიამ და გუდისმა.  მე ნამდვილად ვიცი, რომ პროკურატურაში ბევრი მასალა დევს ამაზე.  აუცილებელია თემურ ალასანიას დაკითხვა ამ საკითხებზე.  პრემიერ მინისტრის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.   ბოლომდე,“- წერს კაკაბაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner