logo_geo
eng_logo
პოლიციამ წეროვანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა- დაკავებულია ერთი პირი
- +

18 დეკემბერი. 2021. 13:38

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ

წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად,

ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს

დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ

ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი

სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.

 

სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. დააკავეს,

დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1 - ლი ნაწილის „ბ“

ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner