ავტორი სალომე ჯანდიერი
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ძლიერი სახელმწიფოს უმთავრეს გარანტს, მაგრამ როდესაც ვუსმენთ გიორგი პაპუაშვილის თავხედურ განცხადებებს, შეუძლებელია მოთმენა", - ამ კომენტარს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. გთავაზობთ ქადაგიძის განცხადებას:
„როგორც ჩანს, ბატონი გიორგი პაპუაშვილისთვის ცნობილი არ გახლავთ ისეთ სიტყვათა წყობის მნიშვნელობა, როგორიც გახლავთ სახელმწიფოებრივად აზროვნება. ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთრი კეთილდღეობაზე ზრუნვით შემოიფარგლება და მოქმედებს პარტიული ინტერესებით. გვყავდა ქართველებს ასეთი მწერალი, ფრიდონ ნაროუშვილი, რომელმაც თქვა - მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას (თუ რევოლუცია მეტყვის ამას). დიახ, სწორედ ასევე მსჯელობს და იქცევა გიორგი პაპუაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია და პირადად მე ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არასდროს გაგვიკეთებია ისეთი სახის განცხადება, რომელიც მოახდენდა ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას, მაგრამ პაპუაშვილის ორი დღის წინანდელი გამოსვლის შემდეგ უბრალოდ, შეუძლებელია შეინარჩუნო სიჩუმე და არაფერი თქვა.
გვესმის, ის გაბრაზებულია იმ ფაქტის გამო, რომ ვერ მოხვდა სტრასბურგის მოსამართლეთა 5-კაციან ჯგუფში. ეს არ გახლდათ პოლიტიკური საქმე, მან უბრალოდ ვერ შეძლო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვება (არ დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა მას უმრავლესობის წევრმა დაუწერა)
პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თითქოსდა მის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში აპირებენ გამოაქვეყნონ „უღირსი ფოტო და ვიდეომასალა". მინდა ვკითხო მას - სხვა უღირსი მასალი რა გნებავს, ბატონო პაპუაშვილო, როდესაც დეკლარირებული და დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ბათუმში სხვისთვის უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობთ? განა შეიძლება სამართლიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და უპირველესი წარმომადგენელი ცხოვრობდეს უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში? ცხოვრობდეს ისე, რომ ოდნავ დისკომფორტსაც არ განიცდიდეს?! ამაზე დიდი უღირსობა მეეჭვება, ადამიანმა ჩიადინოს. თქვენ რომ ღირსება გქონდეთ, ამ სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდით და ყველაფერს გააკეთებდით, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, მაგრამ არა! თქვენ სახელმწიფო სულაც არ გაინტერესებთ, მთვარი ხომ პირადი კომფორტი და კეთილდღეობაა!!!" - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.