logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას“, - ასე მსჯელობს გიორგი პაპუაშვილი!
- +

7 მარტი. 2016. 15:13


მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ და პატივი ვცეთ სახელწიფო ინსტიტუტებს, როგორც ძლიერი სახელწიფოს უმთვრეს გარანტს, მაგრამ როდესაც ვუსმენთ გიორგი პაპუაშილის თავხედურ  განცხადებებს, შეუძლებელია მოთმენა", - ამ კომენტარს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. გთავაზობთ ქადაგიძის განცხადებას:


როგორც ჩანს, ბატონი გიორგი პაპუაშვილისთის ცნობილი არ გახლავთ ისეთ სიტყვათა წყობის მნიშვნელობა, როგორიც გახლავთ სახელწიფოებრივად აზროვნება. ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთრი კეთილდღეობაზე ზრუნვით შემოიფარგლება და მოქმედებს პარტიული ინტერესებით.  გვყავდა ქართველებს ასეთი მწერალი, ფრიდონ ნაროუშვილი, რომელმაც თქვა - მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას (თუ რევოლუცია მეტყვის ამას). დიახ, სწორედ ასევე მსჯელობს და იქცევა გიორგი პაპუაშილი.

 

მიუხედავად  იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია და პირადად მე ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არასდროს  გაგვიკეთებია ისეთი სახის განცხადება, რომელიც მოახდენდა ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას, მაგრამ პაპუაშვილის ორი დღის წინანდელი გამოსვლის შემდეგ უბრალოდ, შეუძებელია შეინარჩუნო სიჩუმე და არაფერი თქვა.

 

გვესმის, ის გაბრაზებულია იმ ფაქტის გამო, რომ ვერ მოხვდა სტრასბურგის მოსამართლეთა 5-კაციან ჯგუფში. ეს არ გახლდათ პოლიტიკური საქმე, მან უბრალოდ ვერ შეძლო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვება (არ დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა მას უმრავლესობის წევრმა დაუწერა)

 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ  მას აქვს ინფორმაცია, თითქოსდა მის წინააღმდეგ  უახლოეს დღეებში აპირებენ გამოაქვეყნონ „უღირსი ფოტო და ვიდეომასალა". მინდა ვკითმას - სხვა უღირსი მასალი რა გნებავს, ბატონო პაპუაშვილო, როდესაც დეკლარირებული და დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ბათუმში სხვისთვის  უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობთ? განა შეიძლება სამართლიანობის ერთ-ერთი უმთვრესი გარანტი და უპირველესი წარმომადგენელი  ცხოვრობდეს უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში? ცხოვრობდეს ისე, რომ ოდნავ დისკომფორტსაც არ განიცდიდეს?! ამაზე  დიდი უღირსობა მეეჭვება, ადამიანმა ჩიადინოს. თქვენ რომ ღირსება გქონეთ, ამ სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდით და  ყველაფერს გააკეთებდით, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, მაგრამ არა! თქვენ სახელწიფო სულაც არ გაინტერესებთ, მთვარი ხომ პირადი კომფორტი და კეთილდღეობაა!!!" - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner