logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის სწორი ხედვით, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით აქ და ამჟამად იწერება საქართველოს წარმატების ისტორია
- +

18 დეკემბერი. 2021. 14:29

 

„დღეს ქართველმა ხალხმა ღირსეული ერის პოლიტიკური ღირსებით სავსე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მოისმინა და იხილა. პრემიერმა 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარმოადგინა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს, რომელიც პრემიერმა საზოგადოებას 18 დეკემბერს წარუდგინა.

 

„უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ განსახორციელებელ საკითხთა წრე ფართოა, ამიტომ მე მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ: ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ურბანული განახლების პროგრამები; წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები; ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები; შრომის კულტურის და სოციალური მიმართულების სრულიად ახალი პოლიტიკა; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები; გემბლინგი - ლუდომანია როგორც პოლიტიკურად აღიარებული პრობლემა; ქართული ფარმაციის ბაზარზე მედიკამენტების ფასის რეგულირების აუცილებლობა და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა ირაკლი ღარიბაშვილის გაბედული პოლიტიკის ნაწილი და შედეგი იქნება.

 

დიახ, პრემიერმინისტრის სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით აქ და ამჟამად იწერება საქართველოს წარმატების ისტორია. წარმოდგენილი ყველა მყარი ინიციატივა უკეთესი ხვალინდელი საქართველოს საფუძველია. წარმატებები ირაკლი ღარიბაშვილს და ჩემს ქვეყანას!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner