logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი არ იდგება კანონზე დაბლა
- +

18 დეკემბერი. 2021. 15:06

 

„დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარდგა; საგულისხმოა, რომ რეალურად ჩვენ მოვისმინეთ, სწორედ ის საკითხები, რაც უშუალოდ ხალხს აინტერესებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ანაგარიშს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნათქვამმა, რომ „დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს!“ ოპონენტებს გული მოუკლა.

 

„დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარდგა; საგულისხმოა, რომ რეალურად ჩვენ მოვისმინეთ, სწორედ ის საკითხები, რაც უშუალოდ ხალხს აინტერესებს (ბოდიში ოპოზიციასთან) და რაზედაც მთავრობა თავის მოქალაქეებთანაა პასუხისმგებელი. უამრავ საკითხებს შორის მე მაინც რამდენიმეს გამოვყოფდი:

 

  • კაზინოების, საკითხი რომელმაც ასე გააუბედურა უამრავი ოჯახი და რომელსაც ასე ეწინააღმდეგება ოპოზიციური არხები, რეკლამიდან შემოსავალს გვართმევთო (რა თქმა უნდა, გაცილებით ურჩევნიათ გაუბედურებული ადამიანების ტელეეთერით ჩვენება)

 

  • მედიკამენტების ფასების დარეგულირება (არც ეს მოსწონს ოპოზიციას, მერე როგორ და რა თქვან?)

 

  • ბიუჯეტის გაზრდა, მაგალითად თავდაცვის სფეროში (არა და მავნებელ ტელევიზიას, რომ ჰკითხო ასეულობით სამხედრო ოჯახებთან ერთად მექსიკის გავლით ფეხშიშველა ამერიკის საზღვარზე გადაგდის)

 

  • მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის (ეს უკვე, ნამეტანია-ოპო ტელევიზიების პირდაპირ ლუკმას აცლიან პირიდან-სოციალურ დაუცველები, ხომ მათი მთავარი ადრესატია)

 

ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი „ პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას, ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება („ნებართვას არავის შევეკითხებითო“, ხომ, მაგრამ ლობისტი უცხოელები, ეს ნამდვილად დასავლური გზიდან გადახვევაა - იკივლებს ან იწივლებს ოპოზიცია). და ბოლოს „დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს!“ - ირაკლი ღარიბაშვილის ამ წინადადებამ შეიძლება ითქვას საერთოდ გული მოუკლას ოპონენტებს, მაგრამ რა ვქნათ, რაც მართალია მართალია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner