აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრზე, ლევან იზორიაზე სოციალურ ქსელში წერს:
„იმედს გამოვთქვამ... ახალი თავდაცვის მინისტრი დანიშნავს მოკვლევას იმ გარეწრების გამოსავლენად, ვინც 2010 წელს ეროვნული გვარდიის კედლებიდან აფხაზეთში დაღუპული 150 მებრძოლის სურათი ჩამოახსნევინა და სანაგვე ყუთში გადააყრევინა!"- წერს თოფურია.