logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ეს ანგარიში არის ქვეყნის განვითარების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სწორი ხედვა
- +

18 დეკემბერი. 2021. 15:26

 

„წარმატებები პრემიერს, მის გუნდს და ჩვენს ქვეყანას“- ამის შესახებ  facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მოვისმინეთ პრემიერის 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში. მართალია, ოპოზიციური ტელევიზიები ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას შებრუნებით აშუქებენ, მაგრამ ფაქტები თავისას ამბობენ.

გამოვყოფ რამდენიმეს, იმ საკითხებს, რომელიც მოსახლეობისთვის ხელშესახები იქნება.

მასშტაბური დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, მათი ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

პენსიების მატება და ყოველწლიური ზრდა, როგორი დაპირებაც იყო.

მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

ბიზნესის მხარდაჭერა, რაც არის და რაც აქტიურად გაგრძელდება.

საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

ეს ანგარიში არის ქვეყნის განვითარების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სწორი ხედვა.

წარმატებები პრემიერს, მის გუნდს და ჩვენს ქვეყანას“- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner