logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე 2022 წელი რეკორდული იქნება
- +

18 დეკემბერი. 2021. 15:38

 

„საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე 2022 წელი რეკორდული იქნება,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

„რეალურად 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 16%-ით მეტია გამოყოფილი. 2020 წელს თუ შევადარებთ, 28%-ით მეტი. საგზაო მიმართულებით 30 კმ. მაგისტრალის გახსნაა დაგეგმილი, წყალმომარაგების თვალსაზრისით მიმდინარეობს და იწყება ახალი პროექტები, რომლის შედეგადაც უკვე 360 ათას ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner