„საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე 2022 წელი რეკორდული იქნება,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„რეალურად 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 16%-ით მეტია გამოყოფილი. 2020 წელს თუ შევადარებთ, 28%-ით მეტი. საგზაო მიმართულებით 30 კმ. მაგისტრალის გახსნაა დაგეგმილი, წყალმომარაგების თვალსაზრისით მიმდინარეობს და იწყება ახალი პროექტები, რომლის შედეგადაც უკვე 360 ათას ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.