logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა - ფაქტობრივად, დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ
- +

18 დეკემბერი. 2021. 16:36

 

„ძალიან ძნელია მთავრობის წლიური ანგარიში მოკლე თეზისებში მოაქციო, განსაკუთრებით, როდესაც ამ მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა - ფაქტობრვად დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს, რომელიც მან საზოგადოებას 18 დეკემბერს წარუდგინა.

 

„ხელისუფლებამ მორიგი საარჩევნო რაუნდი მოუგო ოპოზიციას მოუგო დამაჯერებლად, ე.წ. „რეფერენდუმის“ თვალსაჩინო გადალახვით.

 

2022 წელს დაგეგმილია როგორც მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელზე გაყვანა

 პენსიების ზრდასთან ერთად, დაგეგმილია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი მატება

 მოსახლეობის ვაქცინირების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის, ხელისუფლებამ წელსაც შეუქმნა ყველა პირობა და ეს მიდგომა გაისადაც შენარჩუნდება

 მომავალ თაობებზე ზრუნვით იყო განპირობებული ონლაინ-კაზინოებთან მიმართებაში აზალი რეგულაციების შემოღება

 სოციალურად ორიენტირებული ნაბიჯი იქნა გადადგმული მედიკამენტების ფასწარმოქმნის პოლიტიკის გადახედვის კუთხით

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კონკრეტული, პრაქტიკული პრეფერენციების მქონე შედეგებით დასრულდა - მსოფლიოს ფინანსურ გიგანტთან, „როტშილდის“ კომპანიასთან ერთად დაწყებულია მუშაბა ქვეყნის რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის კუთხით

 უსაფრთხოების, კორუფციასთან ბრძოლის, საინვესტიციო მიმზიდველობის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს სარეიტინგო პოზიციებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს

 საქართველომ მნიშვნელოვანი მედიატორ/შემრიგებლის როლი შეასრულა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და აგრძელებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშის პოზიციების განმტკიცებას

ამბიციური კამპანიის ფარგლებში, იწყება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ფართომასშტაბური პოლიტიკის განხორციელება „აგროკრედიტის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების ხორცშესხმაზე დაგეგმილია 121 მილიონი ლარის დახარჯვა

 „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე პროექტი უკვე განხორციელდა და ეს პროცესი მომდევნო წელიწადსაც გააქტიურდება

 გრძელდება სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია - 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ს 50%-ს ჩამოსცდება

2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის მიღებული იქნა რეკორდული, 3,3 მილიარდი ლარის ოდენობის ბიუჯეტი

 შენარჩუნდება და განმტკიცდება ხელისუფლების კოორდინაცია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან

 მიწის რეგისტრაციის, საყოველთაო ჯანდაცვის, სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, უმაღლესი განათლების, სპორტის, კულტურის სფეროებში განსახორციელებელი ამბიციური გეგმები და მრავალი-მრავალი სხვა - ხაზგასმული პრემიერ-მინისტრის აბგარიშში და აუცილებლად განხორციელება. წარმატება მას და მის სამთავრობო გუნდს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner