„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უცხოური სპეცსამსახურების პროექტია.
„ის, რაც ერდოღანმა გააკეთა თურქეთში, როცა გაწმინდა გიულენისგან მართული ხალხისგან თურქეთი, იგივე უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამაც.
„ნაცმოძრაობა" არის უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, თუ სახელმწიფო სტრუქტურები არ გაიწმინდება ნაცებისგან 2016 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში უკვე სხვა ხალხი იქნება."- წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.