logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერის გამოსვლამ ღირსების და სიამაყის განცდა დატოვა
- +

18 დეკემბერი. 2021. 18:12

 

„დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ჩვენ ანგარიშში ვნახეთ რეალობაზე, დღევანდელ გამოწვევებზე ადაპტირებული პოლიტიკა და არა სტანდარტული, ე.წ. შაბლონური ანგარიში. ერთის მხრივ საზოგადოებამ ინფორმაცია უკვე შესრულებული საქმიანობის შესახებ მიიღო, მეორეს მხრივ კი სამომავლო გეგმები მოისმინა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს, რომელიც მან საზოგადოებას 18 დეკემბერს წარუდგინა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით და ინიციატივით, ფაქტობრივად ყველა დარგის განვითარების ხედვა და გეგმა აქვს, რომლის რეალიზებაც წარმატების წინაპირობაა:

 

„ჩვენ პრემიერის ყოვლისმომცველი ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებს შეეხო. წარმატებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელია გქონდეს განვითარების გეგმა, გეგმა რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით და ინიციატივით, ფაქტობრივად ყველა დარგის განვითარების ხედვა და გეგმა აქვს, რომლის რეალიზებაც წარმატების წინაპირობაა. მიუხედავად პანდემიისა, საქართველომ ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია. ექსპორტი არათუ დაუბრუნდა 2019 წლამდე არსებულ ნიშნულს, არამედ საგრძნობი ზრდა განიცადა, 2021 წლიდან იზრდება პენსიები და სხვადასხვა სოციალური პაკეტი, მალე გადაიხედება ფარმაცევტული ბაზარი, დარეგულირდა აზარტული თამაშის ბაზარი და სხვა. აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება.

 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო ურთიერთობების და პოზიციების განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს როლი, რაც აზერბაიჯანს და სომხეთს შორის განხორციელებული წარმატებული მედიაციის დამსახურებაც არის. თითქმის ყველა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა, რაც სწორი და თანამედროვე პოლიტიკის განხორციელების შედეგია. საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოში ინვესტიციების შემოსვლაზე და ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს.

 

მთავრობის 2021 წლის ანგარიში პასუხობდა რეალობას და აჩვენებდა რომ პრემიერ მინისტრი გრძნობს საზოგადოების გულისცემას, გრძნობს საზოგადოების განწყობებს, მთავრობის პოლიტიკაზე სწორედ საზოგადოების საჭიროებებზე არის მორგებული. გამოსვლაში იყო ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საკვანძო ფრაზა, რომელიც კარგად გამოხატავს პრემიერის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს“. პრემიერის გამოსვლამ ღირსების და სიამაყის განცდა დატოვა!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner