logo_geo
eng_logo
სომხეთმა თურქეთთან დიალოგის პროცესში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
- +

18 დეკემბერი. 2021. 23:22

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგის პროცესში სომხეთის სპეციალურ წარმომადგენლად ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი დაინიშნა.

 

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების განსახილველად ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავდა.

 

თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი დანიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner