logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ბრავო, ღარიბაშვილო!
- +

19 დეკემბერი. 2021. 01:15

 

ბრავო, ღარიბაშვილო!

ბრავო, პრემიერო!

/ ფიქრები წლიური ანგარიშის მოსმენისას, უგულავას "მძლეთამძლეს" რომ გულზე მოხვდა.../

"ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება!

ჩვენ არავის დავუხრით თავს, არც არავის ვუყურებთ ზემოდან,  საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს!"

ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

საქართველოს პრემიერს.

ის სიტყვებიც ღარიბაშვილმა თქვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჭკუას ნუ დაგვარიგებენ, ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედსო... და ნაცები რომ ამოხტნენ შარვლებიდან...

სხვათაშორის, ვინმეს თუ მეხსიერება ღალატობს, შევახსენებ: გიგი უგულავაც, ვანო მერაბიშვილიც, ბაჩო ახალაიაც, მეგის ქარდავაც და ბარამიძის "მძლეთამძლეც" ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს დააკავეს!

"ციხის კადრების" მთავარი დამნაშავეებიც მისი ხელმძღვანელობით გაუშვეს "დასასვენებლად"...

ამოტომაცაა, ნაცები და მათი მონადქცეული პოლიტიკოსები  დასანახად ვერ იტანენ ირაკლის.

მის დღევანდელ გამოსვლას მივუბრუნდები...

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "კრიტიკული" თუ "კუჭში შეკრული" "მედია" ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას ან უკუღმა, ან საერთოდ არ აშუქებენ, ქართველმა ხალხმა ყველაფერი მოისმინა და იმაზე უკეთაც გაიგო, ვიდრე "მძლეთამძლის" კაპრიზებს იგებს ბადექონიდან ამომხტარი უგულავა.

მეტიც - ფაქტებიც თავისას ამბობენ...

  1. დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მასშტაბურია და გაცილებით მზრუნველობითი, ვიდრე სააკაშვილის "ღიმილიანი საქართველო" გახლდათ, კბილები რომ დააცალეს მოხუცებს და შემდეგ თონეში გადამალული ვერა ქობალიას მსგავსად გაქრნენ...
  2. პენსიების მატება და ყოველწლიური ზრდა დაპირების მიხედვითაა და არა ისე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2003-ში ხელშეკრულება რომ გააფორმა თბილისთან და პენსიის მატებას ვინ ჩიოდა იმ წლებში, რაც ჰქონდათ, ოღონდ ისიც არ დაეკარგათ რიგით მოქალაქეებს... 
  3. მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, თუმცა ერთი ნაკლი აქვს ამ პროექტს: საგრძნობლად დაარტყამს კახა ოქრიაშვილის ჯიბეს და შესაბამისად, ფიურერის გზის გამგრძელებლები ყველა სადიზმს ვეღარ დაიფინანსებენ ბოლნისელი აფთიაქარის მიერ გატყავებული ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული თანხებით...
  4. ბიზნესის მხარდაჭერა, საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა და ის რამდენიმე პაკეტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი სხვა რამეა.

თავშიც ამას ვწერდი.

კეთილი უნდა ინებოს ნებისმიერი(!) უცხო ქვეყნის ნებისმიერმა(!) მოქალაქემ და ყბედობასა და მორალის კითხვას თავი უნდა დაანებონ.

ერთი პატიმრით მეტი ეყოლება ჩვენს ქვეყანას თუ ნაკლები, რამენაირად ჩვენვე გავარკვევთ და ძალიანაც ნუ გამოიდებენ თავს შეკვეთილი წერილების ჯერ წერით და მერე კითხვით თავს.

არადა, მთავარის გვარამია თუ ლანძღავს და ამუნათებს, ძუძუს გოჭებივით არიან გატრუნულები და პასუხსაც არა სცემენ.

თუ "მძლეთამძლის" რომელიმე ფიფქია კორუფციაშიც დასდებს ბრალს, მიწაში ჩარგავენ თავს და რაც არა აწყობთ, არ ესმით.

არაა ბატონებო, ეს ქვეყანა თქვენი ბოსტანი!

და ამას ყველაზე უკეთ საქართველოს პრემიერი ამბობს და თანაც - ყველას გასაგონად!

ეს რიტორიკაა და ეს მიდგომაა, რითიც ღარიბაშვილმა უკვე ათასგზის მოიგო ქართველი ხალხის გული და აქა-იქ, თითო-ოროლა ზედმეტად კოჰაბიტირებულ, გნებავთ ნაცებისგან "ჩანერგილ" მეოცნებეებსაც ამიტომ ვითმენთ, თორემ ვინ მამაძაღლი გაუჩუმდებოდა დღემდე ჯალათური რეჟიმის შემოქმედთა ყელყელაობასა და  ასგზის მორალის კითხვას. 

ერთიცაა: დამნაშავეების დასჯაზე საუბრობდა თავის წლიურ ანგარიშში საქრთველოს პრემიერი და ცალსახად ვეთანხმები: დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს!

ჯალათმა, დიახაც, ციხის კედლები უნდა ხეხოს!

26 მაისისა და 7 ნოემბრის შემოქმედმა, დიახაც, პასუხი უნდა აგოს!

თუმცა, პროკურატურის გასაგონად აქვე ერთსაც ვიტყვი:

მიხეილ სააკაშვილს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული!

ჟურნალისტების სისხლიანი დარბევის მთავარ შემოქმედსა და ბრძანების გამცემს(!!!) ბრალი დღესაც არა აქვს წაყენებული და გაითვალისწინეთ - ვინძლო ქალბატონმა პრეზიდენტმა უცხოეთიდან ზეწოლა მოიმიზეზოს და შეიწყალოს იასკო-ბარამიძის უბედური...

და იქნებ, მანდ, პროკურატურის კედლებში, თაროზე შემოდებული ჩემი განცახადებაც მოიძიოთ, სადაც ფაქტობრივი მტკიცებულებაც მაქვს განცხადებაზე თანდართული, სადაც დედას გიჟი გიულევიჩი საკუთრივ აღიარებს 26 მაისის ბართლომეს ღამეს დარბევის ბრძანების გაცემას!!!

და ჰილარი კლინტონის მიერ გადახუხულ რედბულს კი ნუ დავდევთ, სააკაშვილის, კოდუას, ახალაიას, მერაბიშვილისა და ლორთქიფანიძის მიერ დაღვრილ და მერე დალეულ ქართველთა სისხლს მივხედოთ, რომ დროზე ამოუვიდეთ ძმრად ჩვენი დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი!

დიახ, ძვირფასო მკითხველო!

ირაკლი ღარიბაშვილი სწორ გათვლებს აკეთებს, როცა აპრიორად ქართველი კაცის სურვილებს ასრულებს და მთავარ მიზნად საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნების ასრულება აქვს დასახული!

დიახ, აზარტული თამაშების აკრძალვაცა და კანონის ჩარჩოებში მოქცევაც დროული გადაწყვეტილება იყო და თუ კრიჭაშეკრულ "კრიტიკულ" მედიას შემოსავალი მოაკლდება, ამაზე სააკაშვილისგან მერაბ კოსტავას შეურაცხყოფაში დადანაშაულებულმა ხაზარაძემ, თავად "უკრაინის მაღალი თანამდებობის პირმა" სააკაშვილმა და სნაიპერსკი ვინტოვკის შოვნაში გაწაფულმა, რუსეთის კაგებეს გენერალმა ბიძია ტიმურმა იდარდონ!

და იმათ კიდევ, ჟურნალისტიკა უკანალში თავის შეყოფა რომ ჰგონიათ და არც მალავენ... მხარეები რომ არიან და ასე თავშეყოფილები და მანქანებს დახამებულები  ზღვარგადასულ სიბინძურეებს რომ კადრულობენ, ფეკალიებს რომ აფრქვევენ და მერე თავადვე იხრჩობიან საკუთარ განავალში!

ბრავო, ღარიბაშვილო!

ბრავო, პრემიერო!

ამათი გაგიჟება ძველებურად შეგიძლია!

თან ისე, რომ რაც მთავარია, ხალხია კმაყოფილი რეალური პროექტებითა და გადადგმული ნაბიჯებით!

პ.ს.

პირადობის მოწმობებში ეროვნების გრაფის აღდგენა, სამფეროვანი დროშისა და წმინდა გიორგის გერბის სახელმწიფო სიმბოლოებად აღდგენა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების სრული აღნუსხვა სასკოლო სახელმძღვანელოებში, რამდენიმე საგიჟეთის აშენება...

ესაა, რაც ამ ეტაპზე მახსენდება და რაც, რეალურად მიმაჩნია აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებად...

გიჟების გაგიჟება მერე ნახეთ...

ბადექონიდან ხტუნაობა მერე ნახეთ...

ჰო, ერთიცაა... სნაიპერსკი ვინტოვკა უნდა გათხარონ, ვისაც მისი შოვნა დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა!

პ.პ.ს.

26 მაისის ღამეს რომელი ბორკილებითაც ვიყავი დაბმული, იმ ბორკილებს მიხეილ წამებულს ვაჩუქებ - ერთი ინტერვიუს სანაცვლოდ!

კვესიტაძის და პაიჭაძის კითხვები არ იქნება ოღონდ...

ჩემი წამებული... წიწიბურას მარილი ზედმეტი მოსვლია და აწამებენ, თურმე...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner