თბილისის საკრებულოს წევრის სოსო მანჯავიძის განცხადებით NDI-ის გამოკითხვები უკვე სასაცილო გახდა.
მანჯავიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული და ფალსიფიცირებული საკითხებით სახელმწიფო სერიოზულად უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი ჯარიმები შემოიღოს.
„NDI-ის გამოკითხვები რაცაა, ყველამ ვიცით და უკვე კარგა ხანია სასაცილო გახდა მის ღირებულებაზე სერიოზული საუბარი, მაგრამ კიდევ უფრო სასაცილოა NDI-ის ქართველი ეპიგონების გამოკითხვები.
თანაც, ყველამ ყველაფერი იცის ვისი შეკვეთით ვინ რას უწერს ამა თუ იმ პარტიას.
საერთოდ, მე უმკაცრეს კანონებს შემოვიღებდი თაღლითობის წინააღმდეგ, დაწყებული თაფლის ფალსიფიკაციიდან და დამთავრებული გამოკითხვებითა და პოლიტიკური თაღლითობით... ცხადია, შესაბამისი სანქციებითა და სახდელებით.
სწორედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა იყოს პარლამენტის ყოველდღიური საზრუნავი და პარლამენტართა შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი.
სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ ასეთი მიდგომებისაგან."- აღნიშნავს მანჯავიძე.