საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალებას ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კიდევ ერთმა დიდებულმა ქართველმა - ჯემალ ჭკუასელმა დაგტოვა, ძალიან, ძალიან გული დამწყდა მრავალწლიანი უთბილესი, მხიარული მეგობრობა გვაკავშირებდა, ჩემს უმცროს ძმას ვეძახდი ხუმრობით, არადა, 12 წლით თავად იყო უფროსი, საოცრად ყურადღებიანი ძალიან ხშირად მირეკავდა და კარგა ხანს ვხუმრობდით, შენც გურული, მეც გურულიო...
ასეულობით ფოტო მაქვს ჩემი ჯემალიკოსი, მაგრამ ეს ავირჩიე, რადგანაც ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, რაც მას გადავუღე...
დიდო ჯემალ, ნათელი არ მოგაკლდება... გული მეწურება...“ - წერს ბადრი ვადაჭკორია.