logo_geo
eng_logo
საგანგებო მდგომარეობა ლონდონში - ხელისუფლება ჰოსპიტლების გადატვირთვას ელოდება, დედაქალაქში დომინანტური შტამი „ომიკრონი“ გახდა
- +

19 დეკემბერი. 2021. 14:33

 

 

ლონდონში „ომიკრონის“ შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი სახე, „მნიშვნელოვანი ინციდენტი“" გამოცხადდა.

 

ქვეყანაში შაბათს ახალი შტამით 10 ათასზე მეტი ინფიცირება გამოვლინდა, კოვიდის შემთხვევების საერთო დღიური რაოდენობა კი 90 ათასს აღწევს. დედაქალაქში დომინანტი შტამი უკვე ომიკრონია. ლონდონის მერი სადიქ ხანი ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინგლისის საავადმყოფოებში დღეში 3 ათასი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდება საჭირო, თუ ახალ რეგულაციებს არ მიიღებენ.

 

„მნიშვნელოვანი ინციდენტი“ ჯანდაცვის უწყებების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას შეიძლება ითვალისწინებდეს. ამასთან, დიდი დატვირთვის გამო, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება ვეღარ შეძლონ.

 

„მნიშვნელოვანი ინციდენტი“ ლონდონში 2017 წლის ივნისში გამოცხადდა, როდესაც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, „გრენფელ თაუერში“ ხანძარი გაჩნდა. იგივე მდგომარეობა გამოცხადდა ვესტმინსტერისა და ლონდონის ხიდებზე მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner