logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
- +

19 დეკემბერი. 2021. 16:02

 

 

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გამოავლინეს. ინფორმაციას arabnews.pk ავრცელებს.

 

ვირუსის ახალი ვარიაცია სულ 3 ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისინი სხვა ქვეყნებიდან არიან ეგვიპტეში ჩასულები. ინფიცირებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

 

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სამიდან ორს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, ერთის შემთხვევაში კი, მსუბუქი სიმპტომებია გამოვლენილი.

 

ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 509 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 21 277 ინფიცირებული.

 

აღსანიშნავია, რომ 27 ნოემბერს ჩეხეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა აღწერეს. ინფიცირებული ეგვიპტიდან იყო ჩასული, რაც ქმნის ვარაუდს, რომ ეგვიპტეში ეს შტამი პირველ გამოვლენამდე რამდენიმე კვირით ადრეც ცირკულირებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner