logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძემ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნორჩ შემსრულებლებს მოუსმინა
- +

19 დეკემბერი. 2021. 20:07

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ ნორჩ მუსიკოსთა მოსმენას დაესწრო. მოსმენა  გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმის საპილოტე სკოლად მოიაზრება.

კონცერტის მონაწილეთაგან ორი ახალგაზრდა მუსიკოსი, ბარბარე თათარაძე  და ანაჰიტ სტელმაშოვა პარიზში გაემგზავრებიან, სადაც 24 მარტს საერთაშორისო ფონდ „ესოს ტალანტების“ (SOS TALANTS) კონკურსის 20 წლისთავთან დაკავშირებულ კონცერტზე მიიღებენ მონაწილეობას.

 

კონცერტს ასევე დაესწრო  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, რომელიც  მიესალმება სახელოვნებო განათლების რეფორმას საქართველოში და  ახლაგაზრდა მუსიკოსებისთვის კრეატიული გარემოს და პირობების გაუმჯობესებას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner