logo_geo
eng_logo
ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა
- +

19 დეკემბერი. 2021. 22:02

 

 

საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

ქართველმა კონკურსანტმა 163 ქულა დააგროვა. მას მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა 12 ქულა მიანიჭეს. კონკურსში სომხეთმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე პოლონეთი, ხოლო მესამეზე მასპინძელი ქვეყანის, საფრანგეთის წარმომადგენელი გავიდა.

 

ქართველი კონკურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.

 

კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner