ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში „ნოსთან“, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძის არჩევა შეაფასა.
„ვიქტორ სანიკიძის არჩევა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გამიხარდა. მასთან ბევრი წელი მაკავშირებს. ბევრი კარგი მოგონება გვაქვს მოედანზე და მოედნის გარეთაც. ნამდვილად გამიხარდა, რადგან მჯერა ერთი რამის, როდესაც ადამიანს რაღაც ძალიან უნდა უნდა მიეცეს შანსი. მან მე დამირეკა და მითხრა რომ ასეთი რამ უნდოდა და აპირებდა. ვიკას სიყვარული კალათბურთის მიმართ ძალიან დიდია, მე ვიცი, ერთად გავიზარდეთ. გამოცდილებაც ძალიან დიდი აქვს ვფიქრობ კალათბურთი კარგ ხელშია და წარმატებებს ვუსურვებ მას“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.