logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულია: ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვიქტორ სანიკიძეს, კალათბურთი კარგ ხელშია
- +

19 დეკემბერი. 2021. 23:40

 

 

ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში „ნოსთან“, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძის არჩევა შეაფასა.

 

„ვიქტორ სანიკიძის არჩევა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გამიხარდა. მასთან ბევრი წელი მაკავშირებს. ბევრი კარგი მოგონება გვაქვს მოედანზე და მოედნის გარეთაც. ნამდვილად გამიხარდა, რადგან მჯერა ერთი რამის, როდესაც ადამიანს რაღაც ძალიან უნდა უნდა მიეცეს შანსი. მან მე დამირეკა და მითხრა რომ ასეთი რამ უნდოდა და აპირებდა. ვიკას სიყვარული კალათბურთის მიმართ ძალიან დიდია, მე ვიცი, ერთად გავიზარდეთ. გამოცდილებაც ძალიან დიდი აქვს ვფიქრობ კალათბურთი კარგ ხელშია და წარმატებებს ვუსურვებ მას“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner