logo_geo
eng_logo
აშშ ევროკავშირის შუამავლობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის ათი სამხედროს გადაცემას მიესალმება
- +

20 დეკემბერი. 2021. 02:56

 

 

„აშშ ევროკავშირის შუამავლობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის ათი დაკავებული სამხედრო მოსამსახურის გადაცემას მიესალმება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დარჩენილი დაკავებული სრულად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

 

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის მნიშვნელობას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

 

სომეხი სამხედრო მოსამსახურეების გადაცემა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner