„აშშ ევროკავშირის შუამავლობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის ათი დაკავებული სამხედრო მოსამსახურის გადაცემას მიესალმება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დარჩენილი დაკავებული სრულად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის მნიშვნელობას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
სომეხი სამხედრო მოსამსახურეების გადაცემა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით მოხდა.