logo_geo
eng_logo
ზიგმარ გაბრიელი: ევროპა თურქეთის შანტაჟს არ აყვება
- +

2 აგვისტო. 2016. 11:16



ანკარა ევროკავშირს ვერ დააშანტაჟებს, - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.


როგორც euroline.ge  წერს, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ექნება თუ არა თურქეთს ვიზალიბერალიზაცია მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული.


"არანაირ გარემოებებში ევროპა არ დაჰყვება თურქეთის შანტაჟს უვიზო მიმოსვლის დაწესების მოლაპარაკებებში. ექნება თუ არა თურქ მოქალაქეებს სავიზო ლიბერალიზაცია მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული", - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.


გაბრიელმა აღნიშნული კომენტარი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე გააკეთა.


 ჩავუსოღლუს თქმით, თუ თურქეთი არ მიიღებს უვიზო მიმოსვლას ოქტომბრამდე, ევროკავშირთან საემიგრაციო შეთანხმება აღარ შესრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner