logo_geo
eng_logo
2020 წელთან შედარებით, საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა
- +

20 დეკემბერი. 2021. 11:39

 

1 სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკი გაიტანეს. ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნიდან გატანილი ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება - 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა.

 

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner