logo_geo
eng_logo
გია მეფარიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია
- +

2 აგვისტო. 2016. 11:20



საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გია მეფარიშვილი „კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, რადგან მისივე თქმით, იგი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურაა.


ამასთან, მეფარიშვილმა სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები არანორმალურ მოვლენად შეაფასა და გამოთქვა, ეჭვი, რომ ამგვარმა პროცესებმა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსი დააკნინოს.


საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელსაც სერიოზულად უნდა გაფრთხილება. პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა იყოს ყველა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ასევე იქ მომუშავე ყველა პიროვნება, როდესაც საუბარი სასამართლოს სამართლებრივ სტატუსზე მიდის. ვფიქრობ, რომ აქ მაინც იძალა პოლიტიკურმა მომენტმა. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური დუღილის აწევისთვის გაკეთებული განცხადებები იყო, რომელიც აბსოლუტურად არ დასაბუთდა და ასეც იყო მოსალოდნელი. დასაწყისშივე იყო ეს იდეა განწირული, თუმცა ვნახოთ რა ჩვენებებს მისცემს თავმჯდომარე. ალბათ მას გარკვეული ინფორმაცია გააჩნია, არ მინდა გავუსწრო მოვლენებს.

 

დღეს უკვე გამოქვეყნდა პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც უნდა გადაწყვეტილიყო ჰქონდა თუ არა მოსამართლეების მიმართ რაიმე ზეწოლას ადგილი.

 

9 წევრიდან 8 მოსამართლემ განაცხადა, რომ არავითარ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დარჩა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც უახლოეს დღებში მისცემს ალბათ ჩვენებას. მე თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, სამ წელიწად ნახევარი ვხელმძღვანელობდი მეორე კოლეგიას, ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე და სულერთი არაა ჩემთვის იქ განვითარებული მოვლენები. უნდა გითხრათ, რომ სასამართლოს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არანორმალური მოვლენა არის და უნდა ვთქვა საყვედური იმ პოლიტიკოსების მიმართ , ვინც გადაწყვიტა, სასამართლოს პოლიტიკურ თამაშებში ჩარევა, რომელიც ძალიან საშიშია და შეიძლება ძვირად დაუჯდეს საზოგადოებას. მან შეიძლება დაკარგოს სტატუსი. სხვათაშორის, მაღალი სტატუსი მას არასოდეს ჰქონდა ბოლო ხანებში განსაკუთრებით. შესაძლოა, საერთოდ მისი დაკნინება და გაუბედურება მოხდეს რაც წარმოუდგენელია .

 

როდესაც ასეთი სერიოზული სტრუქტურის წარმომადგენლები აკეთებენ ასეთი სერიოზული ხასიათის განცხადებას, მათ უნდა ჰქონდეთ გათავისებული რა შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებას. პოლიტიკური სიმულაციები მეტი იყო ვიდრე სამართლებრივი.

 

აქ საუბარია რამდენიმე რჩელის დაჩქარებულ ვადებში განხილვაზე. კითხვები, რომლებიც დაისვა მოსამართლეების მხრიდან, მას ლოგიკური დასაბუთება აქვს. რა იყო ძირითადი მიზეზი, როდესაც ესა თუ ის სარჩელი, სადაც რატომღაც მეორე მხარედ „ნაციონალური მოძრაობა" ფიგურირებდა, რატომ იყო ეს დაჩქარებული. კითხვებს პასუხის გაცემა უნდა და ეს კითხვები თავად მოსამართლეებმა დასვეს. თავმჯდომარემ კეთილი უნდა ინებოს და გასცეს ლოგიკური პასუხი კითხვებს და თქვას რა იყო ძირითადი მიზეზი სარჩელების დაჩქარებულად განხილვის და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ისე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. როგორც შევიტყვე თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და ეს დამაფიქრებელია.

 

წინასაარჩევნო კამპანია მიდის და სწორედ საარჩევნო კამპანიამ უნდა აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა. ვის ინეტერესებშია ეს თვითონ მკითხველი მიხვდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია. სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში. ეს არ არის მისის საქმე.

 

სასამართლოს აქვს ძალიან ფართო და მნიშვნელოვანი მისია. პირდპაირ გეუბნებით ძალიან შეშფოთებული ვარ ასე რატომ განვითარდა მოვლენები", - განაცხადა გია მეფარიშვილმა.


როგორც ყოფილი მოსამართლე ირწმუნება, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი მოღვაწეობის პერიოდში მოსამართლებზე ზეწოლის ფაქტებს ადგილი არასოდეს ჰქონია.

 

ჩვენთან ასეთი რამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხული იყო. არ მახსოვს შემთხვევაც კი მიუხედავად იმისა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, იძაბებოდა სიტუაცია, გადადიოდა არაჯანსაღ დამოკიდებულებაში, მაგრამ ყველა ვფიქრობდით ,რომ სასამართლო არ გაგვეწირა და გამოგვეყვანა მდგომარეობიდან. მითუმეტეს როდესაც მძიმე საქმეები შემოდიოდა. ინგრეოდა რომ იტყვიან ქვეყანა", - აღნიშნა მეფარიშვილმა.


მან ასევე ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავაზეც გაამახვილა და იგი ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ მოსამართლედ დაასახელა.


მერაბ ტურავა ჩემი ყოფილი სტუდენტია. ის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მოსამართლეა, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით. რასაც მაგას ლანძღავენ თათხავენ ვაჟკაცურად უნდა აიტანოს ეს ყველაფერი. მისი ბედია.

 

თმენის ვალდებულება ეკისრება, ვერ აგქეცევა ამას. მის კომპეტენციაზე და მორალურ მხარეზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს, უბრალოდ სირცხვილია. ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომ მის კომპეტენციაში არასდროს შემპარვია ეჭვი და სემიზლია ვტავა ის არის საკმაოდ კოომპეტენ და მომზადებული პიროვნება. ნდობას იმსახურებდა ყოველთვის და ისმახურებს ახლაც. მოსამართლის ბედია რომ აიტანოს კრიტიკული მოსაზრება", - განაცხადა გია მეფარიშვილმა „კვირასთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner