„გიორგი კალანდაძე გერმანიაში რაზე დააკავეს, არ ვიცი,“ - ამის შესახებ გიორგი კალანდაძის ადვოკატმა, ირაკლი ესიავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში მე დავიცავ. ძებნილია, სავალდებულო დაცვის რეჟიმში მოექცა და აქედან გამომდინარე ვიცავ მას“, - განაცხადა ესიავამ.
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში, გერმანელმა სამართალდამცველებმა 19 დეკემბერს დააკავეს. ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მას ბრალი 2015 წელს წარედგინა. კალანდაძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს.