logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სიცრუეების და მუქარების ფონზე რაიმეზე შეთანხმება შესაძლებელია?
- +

20 დეკემბერი. 2021. 18:37

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელით ოპოზიციას მიმართავს.

 

„რა კომენტარიც გააკეთა ბაქრაძემ, ესაა ზუსტად უტიფრობა და დაცინვა. ანა-ბანას გვიკითხავს: „ნატო კარგია, ოკუპაცია ცუდიაო“.

 

ოკუპაცია რომ ცუდია, ახლა უნდა მოილაპარაკოთ? ამ თემებზე უნდა შეთანხმდეთ და ამ თემების გამოა შერიგებაზე საუბარი?

 

უდუმაშვილმა, 21 დეკემბერს აქცია შემთხვევით დაემთხვა სააკაშვილის (და მელიას) დაბადების დღესო. ვინმემ დაიჯერა? ხელისუფლება უნდა ვაიძულოთო, იმუქრებიან და თან რაღაც შეხვედრებია პრეზიდენტთან?!

 

მუქარის ქვეშ შერიგებას ან შეთანხმებას, დათანხმებას რა ჰქვია, აქ დავწერო თუ თქვენით მიხვდებით?

 

ასეთი სიცრუეების და მუქარების ფონზე რაიმეზე შეთანხმება შესაძლებელია?

 

ჩამოვწერ, რა საკითხებზე უნდა ილაპარაკოთ და რაზე უნდა შეთანხმდეთ:

 

- მკვლელობის და ცემის დაკვეთა ცუდია;

- წამების და დამცირების ორგანიზება და გამართლება ცუდია;

- სხვის ქონების და ბიზნესის ახევა ცუდია;

- ლარიანი ტყვიის ორ ლარად ყიდვა ცუდია;

- ფარული მიყურადებების ორგანიზება და მასალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ცუდია;

- იარლიყების მიწებება, რასაც მასობრივად აკეთებდით, ცუდია;

- აქციის დაშლა არაა პრობლემა, სადამსჯელო საპოლიციო ღონისძიებები კი ცუდია;

- უტიფრობა და თვალებში ნაცრის შეყრა ცუდია;

- დედისთვის ლარად მილიონების ქონების გადაცემა ცუდია;

- რუსეთისთვის ენერგეტიკის ჩაბარება ცუდია;

- თქვენს დროს დამდგარი ოკუპაციის პრობლემებით დღეს სპეკულირება ცუდია;

- ქვეყნის მუდმივი რყევები და საარჩევნო ციკლიდან ამოგდების მცდელობები ცუდია;

- ევროსტრუქტურებში ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი ცუდია;

- მეგობრებისთვის ოქროს სამკაულების ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე ცუდია და ა.შ.

 

ამ დანაშაულებში მხილების შემთხვევაში, აქციების და საზოგადოების მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პოლიტიკიდან უნდა წახვიდე, ისე როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება. არც შესარიგებელად გვექნება საქმე.

 

ლექციები ბავშვებს წაუკითხეთ, ოღონდ საკუთარს, სხვისას არა. გადახვედით უკვე ყველა ზღვარს, ამ კლოუნადების მოწყობით.

 

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თემებზე ისაუბროთ, ოღონდ როცა იყენებთ ფრაზას „საერთო ეროვნულ“, ჯერ ერს ჰკითხეთ, რას ფიქრობს. განა ყველაფრის მანდატი გაქვთ?!

 

გაიგეთ ახლა, რაზე უნდა შეთანხმდეთ? წააკითხეთ პოლიტიკოსებს, მ.შ. ქალბატონ პრეზიდენტსაც.

 

ცივილიზებული წესები და მაღალი პოლიტიკური კულტურა დანერგეთ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner