logo_geo
eng_logo
რატი იონათამაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ნებისმიერი აქცია, რომელიც დაგეგმეს, მტკივნეულად შემოუბრუნდათ
- +

20 დეკემბერი. 2021. 18:38

 

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, უფრო მტკივნეულად შემოუბრუნდათ მათ, „- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამაშვილმა ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალადობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, არც იმათ მოსწონთ, ვინც „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში ხმა მისცა.

 

„ყოველ საღამოს მიწევს რუსთაველზე გავლა და როდესაც ვუყურებ იმ ბავშვებს, რომლებიც რუსთაველზე საახალწლო განწყობით მოდიან, ათვალიერებენ დედაქალაქის მთავარ გამზირს, საახალწლო დეკორაციებს, იღებენ სურათებს და ერთობიან, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენ პოზიტიურად განწყობილ ადამიანს ვხედავ. ამის ფონზე, ამ ლოკაციაზე აქცია, რომელიც სიძულვილის კამპანიისკენ არის მართული, ჩატარება რამდენად მიზანშეწონილია ეს სხვა საკითხია და ამას ისევ საზოგადოება გასცემს პასუხს. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი მართლწესრიგი იყოს დაცული.

 

რაც შეეხება ამ აქციის შედეგებს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, უფრო მტკივნეულად შემოუბრუნდა მათ. ყოველ მომდევნო ჯერზე, პასუხი იყო კიდევ უფრო მტკივნეული „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ერთადერთი ლოგიკური მოლოდინი რაც მაქვს ცხადია არის ის, რომ ამ აქციის შემდეგაც შედგები მათთვის კიდევ უფრო სავალალო იქნება. ეს არის ბუნებრივი კანონზომიერება, ვინაიდან უპასუხისმგებლო და დესტრუქციულ ჯგუფებს იმ მხარდამჭერებისგანაც არ აქვს მხარდაჭერა, ვინც ამ არჩევნებში მათ მისცა ხმა. მათაც კი არ მოსწონთ ეს ძალადობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი“, - განაცხადა იონათამაშვილმა „ქრონიკაში“.

 

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციას გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner