logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: თემურ ალასანიას აქ ჩამოსვლით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა ის კრიზისი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაშია
- +

20 დეკემბერი. 2021. 18:39

 

„ფაქტობრივად, თემურ ალასანიას აქ ჩამოსვლით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ის კრიზისი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაშია. მათ ძალიან მძიმე ვითარება აქვთ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაექცა ხელიდან დღის წესრიგი.

 

„ნებისმიერი მათი დესტრუქციული მოლოდინი და სცენარი ჩავარდა. ეს არის კიდევ ერთი განწირული ქმედება მათი არაფორმალური მმართველის მხრიდან, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილზე და შესაბამისად, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მეორე მხრივ, ეს არის იმის გამოხატულება, როგორ არ ენდობიან ერთმანეთს. ვხედავთ, როგორი კრიზისი და დაძაბულობა არსებობს ამ პარტიაში. ამის დამალვა უკვე შეუძლებელია. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ეს დღეების ამბავიც იყოს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დაინახავს ჩვენი საზოგადოება, რომ რეალურად ეს ადამიანები თუ აქამდე ებრძოდნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ საზოგადოებას, ახლა უკვე ერთმანეთის ბრძოლას უთმობენ დღის წესრიგს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner