logo_geo
eng_logo
შსს-ს წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
- +

2 აგვისტო. 2016. 11:25



შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.


შეხვედრას ცესკო-ს, საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.


სამუშაო შეხვედრას საარჩევნო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა. მონაწილეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმძღვანელო ინსტრუქციის კონცეფცია განიხილეს, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.


შეხვედრა, ცესკო-ს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner