logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს
- +

20 დეკემბერი. 2021. 20:32

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო 2021 წლის ნოემბერში გაძლიერდა.

 

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, პოზიტიური ტენდენციები შემდეგი მიმართულებით: 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ჯამური ექსპორტი 42.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 430.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ნოემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 23.8%-ით გადააჭარბა 2019 წლის ნოემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს.

 

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 26.7 პროცენტით და 3,822.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს და 8,999.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 12.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

 

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, 2021 წლის ნოემბრის ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ნოემბერთან შედარებით გაიზარდა - 44.1 პროცენტით და 325.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდისაც - 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს.

 

მისი თქმით, ზრდა განპირობებული იყო შემდეგ პროდუქტებზე მოთხოვნით: ფეროშენადნობის (გაიზარდა 79.1%-ით და შეადგინა $414.8 მლნ.); მსუბუქი ავტომობილების (14.5%-ით და $417.6 მლნ.); აზოტოვანი სასუქების (59.5%-ით და $97.7 მლნ.); ყურძნის ნატურალური ღვინოების (16.2%-ით და $216.4 მლნ.); მინერალური და მტკნარი წყლების (24.4%-ით და $130.9 მლნ.); თხილისა და კაკლის (30.8%-ით და $106.4 მლნ.); სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (3.2%-ით და 750.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სხვა პროდუქტებით.

 

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ზრდა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კოვიდ პანდემიით გამოწვეული შოკის დაძლევას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner