დანიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ შობისთვის კორონავირუსის დღიური შემთხვევები 9-დან 45 ათასამდე იქნება.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყება დღეში 250-მდე ჰოსპიტალიზებულ პაციენტსაც პროგნოზირებს.
„ვფიქრობთ, 24 დეკემბერს ჰოსპიტალიზაციის დღიური მაჩვენებელი 130-250-ის ფარგლებში იქნება, თუ „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციის იმავე რისკს იწვევს და აინფიცირებს ორჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე „დელტა“, - განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელმა კამილა ჰოლტენ მოლერმა.
თუმცა, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული დაავადების მიმდინარეობა ნაკლებად მძიმე იქნება.
დანიაში საშუალო დღიური მაჩვენებელი 8 ათასია.